კორონავირუსი 3 თვის ბავშვს დაუდგინდა

2020-09-05 12:31:16

ჩოხატაურში კორონავირუსი 3 თვის ბავშვს დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით ოჯახი იმ ქალის მეზობელია, რომელსაც კოვიდ19 გუშინ დაუდასტურდა.

"ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას რესპირატორული სიმპტომები არ აღენიშნება. მალე მოხდება მისი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანა", –  განაცხადა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა.

გუშინ კორონავირუსი, ჩოხატაურში მცხოვრებ 21 წლის ქალს დაუდასტურდა. ის  საკონდიტრო "დონაში" იმყოფებოდა.

ჩოხატაურში კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.