ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები

2020-08-04 14:43:44

აგვისტოს თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 248 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ძაღლის მიერ დაკბენილი იყო 141, ხოლო კატის მიერ დაკბენილი 99 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან მიაწოდეს.

მართალია, შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქსირდება ადამიანის სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც, მათ შორის, აგვისტოს თვეში, კლინიკაში პაციენტი მოხვდა დათვის ნაკბენითაც.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევები ფიქსირდება სახლის პირობებშიც.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.