მაგთიკომი აბონენტებს აფრთხილებს

2020-09-04 12:05:03

კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

"აბონენტთა საყურადღებოდ, დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია: 002519

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ"- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.