აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა ქედაში მსუბუქი ავტომობილი 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი დედა-შვილი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ქალს და მის მცირეწლოვან შვილს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.