თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაცით, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევა თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპჟები.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.