საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ააიპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი, დირექტორი გეგი ლიპარტელიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკადრო ცვლილებას რუსთსვის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ რომ გეგი ლიპარტელიანმა აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის თებერვლის თვეში დაიკავა და დღემდე ხელმძღვანელობდა ააიპ-ის.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ახალ ხელმძღვანელს უახლოეს დღეებში წარადგენენ.