ავტოსაგზაო შემთხვევა

2020-08-29 18:02:06

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გზაზე.

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ხევში გადავარდა. მოტოციკლი ხევში გადავარდნისთანავე აალდა.

დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.