საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2020-08-28 18:15:54

მიწისძვრა საქართველოში.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 18:05 საათზე, თიანეთთან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ახადში დაფიქსირდა.