„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ელექტრო ცეხში ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 თანამშრომელი დაშავდა. 60 წლამდე მამაკაცებს სხეულის არეში მრავლობითი დამწვრობები აქვთ მიღებული. დაშავებულები ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ახლობლების ინფორმაციით, პაციენტებს 80 % დამწვრობა აქვთ მიღებული. დაშავებულებს უახლოეს პერიოდში თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვენენ. ნახეთ ვიდეო.