ტრაგედია შატილის გზაზე 23 აგვისტოს მოხდა

2020-08-27 14:25:31

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკისაა.

"ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკისაა. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური გახდა, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ-ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია". – ამბობს რატიანი.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. აქედან 1 რუსთაველი ახალგაზრდაა.