რუსთავში ახალი მონუმენტი დაიდგა [photo]

2020-08-27 01:17:03

რუსთავში დიდების ხეივანს კიდევ ერთი მონუმენტი შეემატა.

მონუმენტი, რომლის მოწყობაც ჯერ არ დასრულებულა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ ერაყსა და ავღანეთში, დაღუპულ ქართველ სამხედროებს ეძღვნება.

მემორიალი რუსთაველი მოქანდაკის ვალერი ჯიქიას დამზადებულია.

მონუმენტის ზედა ნაწილში გამოსახულია დედამიწა, რომელიც იდეურად ტერორისტების მიერ დანაწევრებულ სამყაროს წარმოადგენს. ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ჯარისკაცის ჩაფხუტი, საბრძოლო იარაღი და ფეხსაცმელი.

ასევე იგეგმება, რომ მონუმენტის გვერდით განთავსდეს ქვის დაფა, რომელზეც სამხედრო ჟეტონები განთავსდება, რომლის სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილ ჯარისკაცების სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული.

მემორიალი 4 წლის განმავლობაში სამხედროების მიერ შექმნილი ორგანიზაციის "რუსთაველი გმირის" ფინანსებით იქმნებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები