რას აცხადებენ კლინიკაში

2020-08-24 11:54:37

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე დაშავებული სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, სასწრაფო წესით მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები" - ამბობს რატიანი.