ავტომობილი 4 ქვეითს დაეჯახა

2020-08-22 12:28:15

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში.

მსუბუქი ავტომობილი 4 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ტურისტია და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტოს ავტორი: გია სურმანიძე