თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფორმაციით, 29 აგვისტოდან Turkish Airlines სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.
"არსებული მდგომარეობით, ჩარტერული რეისები 26 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება. აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება,"- ნათქვამია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში რეგულარული საჰაერო ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვა სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, ქვეყანაში რეგულარული ფრენებისთვის მხოლოდ სამი გამონაკლისი არსებობს, რომელთაც Lufthansa (თბილისი-მიუნხენი); Air France (თბილისი პარიზი) და Air Baltic-ი (თბილისი-რიგა) ასრულებენ.