ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

2020-08-19 11:41:22

ბათუმში, სავალუტო ჯიხურის მეპატრონე დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სავალუტო ჯიხურიდან თანხის წაღება ვერ შეძლო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.