კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, 12 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც რთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.