ორ ბაღში სააღმზრდელო პროცესი ნოემბერში დაიწყება.

2016-10-18 15:13:08

მე-40 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, ამის მიზეზი აღნიშნულ ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს. რემონტდება მე-20 ბაგა-ბაღიც. როგორც, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა, „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, აღნიშნულ ფილიალებში სწავლა ნოემბრის პირველ ორშაბათს დაიწყება.