კაცი, რომელიც პენსიებს არიგებდა, გაძარცვეს

2020-08-16 17:15:10

აჭარაში, შუახევში, მამაკაცს, რომელიც პენსიებს არიგებდა ორი ნიღბიანი კაცი თავს დაესხა და გაძარცვა.

საპენსიო სააგენტოს თანამშრომელი თავდამსხმელებმა ხეზე მიაბეს, სასტიკად სცემეს და პენსიის დასარიგებლად განკუთვნილი 7 000 ლარი წაართვეს.

დაზარალებული შუახევის საავადმყოფოშია გადაყვანილი.