გასულ ღამით თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, შუა ხნის მამაკაცი მოკლეს.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათი განცხადებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია.