ქობულეთში ერთ-ერთი კაფის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ისინი ამავე კაფეში მომუშავე პირის, რომელსაც ვირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა, ახლო კონტაქტები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველად ინფიცირებული კაფის ვიზიტორებს სიცხეს უზომავდა. ამ დროისთვის მისი კონტაქტებიდან 54 პირი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.