ქობულეთში, ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფე "ჰავანაში" იმყოფებოდნენ.
„ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,- განაცხადა იმნაძემ.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, გუშინ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა და სულ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 300 ათასზე მეტი პისიარ ტესტია გაკეთებული.