IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

2020-08-12 18:40:54

IRI-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის ივლისში ჩატარდა, გამოკითხულთა 41% საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ძალიან კმაყოფილია. 38% მეტ-ნაკლებად კმაყოფილი, 13%- მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო, 7 კი ძალიან უკმაყოფილოა. აღნიშნულ კითხვაზე “არ ვიცი” გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა უპასუხა.

რაც შეეხება ინსტიტუციების მიერ განხორციელებული ქმედებების ეფექტურობას, პირველ ადგილს გამოკითხვის მიხედვით დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკავებს, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოკითხულთა 64%-მა შეაფასა. მეორე ადგილს ჯანდაცვის სამინისტრო იკავებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის აპარატი, საპატრიარქო და პარლამენტი მოსდევს.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი "ქართულ ოცნებას" აქვს, შემდეგ მოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოსახლეობის 5%-იანი მხარდაჭერით სარგებლობენ „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველოსთვის“.

„ქართული ოცნება“ – 33%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16%;
„ევროპული საქართველო“ – 5%;
„ახალი საქართველოსთვის“ – 5%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 3%;
„სამოქალაქო მოძრაობა“ – 2%;
„ლელო საქართველოსთვის“ – 2%;
„გირჩი“ – 2%;
ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობაა“ – 1%;
„გამარჯვებული საქართველოსთვის“ – 1%;
სხვა - 1%;
არც ერთი - 1%;
არ ვიცი - 17%
უარი პასუხზე - 11%

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი - 25%.

ამასთან, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს, ყველაზე ნაკლების, 13%-ის კი პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ილია II-ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ს აქვს.

კეთილგანწყობის მიხედვით პატრიარქის შემდეგ პროცენტულობა შემდეგია:

ამირან გამყრელიძე 74%
გიორგი გახარია 63%
კახა კალაძე 57%
დავით ბაქრაძე 53%
შალვა ნათელაშვილი 42%
ბიძინა ივანიშვილი 41%
გრიგოლ ვაშაძე 41%
გიორგი ვაშაძე 40%
დავით უსუფაშვილი 37%
ნიკა მელია 36%
ალეკო ელისაშვილი 34%
არჩილ თალაკვაძე 34%
გიგი უგულავა 32%
სალომე ზურაბიშვილი 32%
ირაკლი ოქრუაშვილი 30%
ირმა ინაშვილი 28%
მამუკა ხაზარაძე 27%
ნინო ბურჯანაძე 25%
ეკა ბესელია 17%
ბადრი ჯაფარიძე 14%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13%
ჩამოთვლითაგან 14%-ს არ გაუგია ბადრი ჯაფარიძის სახელი, 5%-ს ალეკო ელისაშვილის, ხოლო 4%-ს არჩილ თალაკვაძის.

ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი ილია II-ს შემდეგ აქვს ამირან გამყრელიძეს - 17%, გიორგი გახარიას 31% და კახა კალაძეს 37%, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი კი ზურაბ ჯაფარიძეს - 72%.
კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.

ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა სწორედ ამ სამი ინსტიტუციის/ორგანიზაციის მუშაობის მიმართაა კეთილგანწყობილი.

როგორ შეაფასებთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობას?

ქართული ჯარი - კეთილგანწყობილია 89%; ნეგატიური რეიტინგი - 8%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
საქართველოს საპატრიარქო - კეთილგანწყობილია 85%; ნეგატიური რეიტინგი - 11%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
ქართული მედია - კეთილგანწყობილია 71%; ნეგატიური რეიტინგი - 26%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
იუსტიციის სახლი - კეთილგანწყობილია 65%; ნეგატიური რეიტინგი - 26%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 9%;
პოლიცია - კეთილგანწყობილია 62%; ნეგატიური რეიტინგი - 33%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 5%;
პრემიერმინისტრი - კეთილგანწყობილია 59%; ნეგატიური რეიტინგი - 37%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
ადგილობრივი თვითმმართველობა - კეთილგანწყობილია 53%; ნეგატიური რეიტინგი - 41%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 6%;
მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) - კეთილგანწყობილია 50%; ნეგატიური რეიტინგი - 46%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 4%;
საჯარო საგანმანათლებლო სისტემა - კეთილგანწყობილია 49%; ნეგატიური რეიტინგი - 45%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 7%;
საქართველოს პარლამენტი - კეთილგანწყობილია 46%; ნეგატიური რეიტინგი - 51%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 3%;
ცენტრალური საარჩევნო კომისია - კეთილგანწყობილია 43%; ნეგატიური რეიტინგი - 50%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 8%;
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - კეთილგანწყობილია 36%; ნეგატიური რეიტინგი - 61%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 3%;
ეროვნული ბანკი - კეთილგანწყობილია 34%; ნეგატიური რეიტინგი - 56%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 11%;
პოლიტიკური პარტიები - კეთილგანწყობილია 34%; ნეგატიური რეიტინგი - 58%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 8%;
სახელმწიფო აუდიტის სამსახური - კეთილგანწყობილია 33%; ნეგატიური რეიტინგი - 37%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 30%;
პროკურატურა - კეთილგანწყობილია 32%; ნეგატიური რეიტინგი - 52%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 16%;
სასამართლო - კეთილგანწყობილია 32%; ნეგატიური რეიტინგი - 53%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 16%;
გუბერნატორები - კეთილგანწყობილია 30%; ნეგატიური რეიტინგი - 47%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 23%;
სავაჭრო პალატა - კეთილგანწყობილია 25%; ნეგატიური რეიტინგი - 46%; არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა - 29%.

გასული წლის პრობლემების შეფასება: გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ სიტყვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრესია.

ყველაზე დიდ და გადაუჭრელ პრობლემად გამოკითხულთა 64% ეკონომიკას ასახელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.