უბედური შემთხვევა ფონიჭალაში

2020-08-12 12:02:37

უბედური შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში. საცხოვრებელი კორპუსიდან 40 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.