ტყიბულში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.