ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ანანურის სამონასტრო კოპმლექსის მიმდებარედ, გზის პირზე არსებულ მაღაზიაში შევარდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებილია გამოძიება.