"მე ვიქნები ბრძოლის ველზე რუსთავში"

2020-08-03 15:18:14

მე ვიქნები "ევროპული საქართველოს" სახელით ბრძოლის ველზე რუსთავში. რუსთავმა ერთხელ, 2018 წელს, უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილს –  ირმა ნადირაშვილი.

"ყველა ხალხის ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენი არჩევანი განაპიროპბებს როგორ ვიცხოვრებთ მომავალ ათწლეულებში, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა ოქტომბერში, ეს იქნება ჩვენი არჩევანი და ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს არჩევანზე: საქართველო დარჩება ჭაობში, თუ განვითარედება და ივლის წინ; წავა ბოლომდე რუსეთისკენ, თუ ივლის ევროპისკენ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს უნდა გავაცნობიეროთ. მე ვიქნები „ევროპული საქართველოს“ სახელით ბრძოლის ველზე რუსთავში. რუსთავმა ერთხელ, 2018 წელს, უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მყარი და მტკიცე უარი უთხრა. მეორე ტური წააგო რუსთავში ბიძინა ივანიშვილმა. მე მგონია, რომ რუსთაველები ისევ გამოიჩენენ პრინციპულობას და მე მგონია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ რუსთავში „ქართული ოცნების“ შერჩეულ კანდიდატს, რომელიც ფარცხალაძის წარმომადგენელია დღეს რუსთავში. წარმატებები ჩემს გუნდს! წარმატებები „ევროპულ საქართველოს“ და საქართველოს!" - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ რომ პარტია "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, თბილისში, დედაენის პარკში წარადგინა.