"ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა"

2020-07-31 11:28:24

ახალი დეტალები პოლიციელზე, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი შსს-ს თანამშრომელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ უკვე გაავრცელა

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.