ხანძარი რუსთავში

2020-07-30 16:39:23

ხანძარი იყო რუსთავში, თბილისის ქუჩაზე. 

ცეცხლი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებულ ხმელ ბალახს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელება არ მომხდარა, ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.