გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რურუას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ორივე მუხლში, რომელიც მას წარდგენილი ჰქონდა, გაამტყუნა.
რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.