ხანძარი იყო რუსთავში, შარტავას გამზირზე.
ცეცხლი ნაძვის ხეს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე გამვლელებმა გამოიძახეს.
ცეცხლის გავრცელება არ მომხდარა, მისი ჩაქრობა მმეხანძრეებმა დროულად მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.