უფიქსირდება თუ არა კონტაქტების წრე რუსთავის ბაზრის მოვაჭრეს

2020-07-25 11:43:19

რუსთავის "ძველ ბაზარში" მოვაჭრე ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, აგრარულ ბაზართან ბოლო 1 თვის განმავლობაში შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა მიაწოდა.

ბეგაშვილის განცხადებით, გარდაბნის მკვიდრი ბოლო 1 თვის განმავლობაში  "ძველ ბაზარში" აღარ ვაჭრობდა, ამიტომაც მას რუსთავში კონტაქტების წრე არ უფიქსირდება.

შეგახსენებთ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრს, შუახნის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. სოფელ ბირლიკის რწმუნებულის ინფორმაციით, ქალისგან მისი მეუღლე, ასევე მისი ძმა და რძალი დაინფიცირდნენ.