ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-07-24 13:29:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა ნინოწმინდა-საღამოს მაგისტრალზე.

ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას