გაჩიანის დასახლებაში კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები იმალებიან. პირები, რომლებიც საკარანტინე სივრცეებში გადაყვანას საჭიროებენ, სამედიცინო პერსონალს არ ემორჩილებიან.
"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი დასახლების ერთ-ერთ სოფელში, ყარაჯალარში იმყოფებოდა და გაარკვია, რომ ექიმები დახმარების მიზნით სამართალდამცავებს მიმართავენ. ყარაჯალარში სასწრაფო-დახმარების ერთ-ერთი ჯგუფი კარანტინში გადასაყვან პირთა მოძებნის მიზნით პოლიციას ელოდებოდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც ზომები უკვე მეორე დღეა, გამკაცრებულია, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. სოფლებში კონტროლდება შესვლა და გამოსვლა.
დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელმძღვანელის თქმით, განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც ვირუსის გავრცელების კერ 3 სოფელი - ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლიაა.
დღეს ამ დასახლების მცხოვრებთა მხრიდან დაუმორჩილებლობაზე თენგიზ ცერცვაძემაც ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ის რეგიონი, (გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული) გახდა პრობლემური, სადაც მოსახლეობა გარკვეული ჩვევების თუ ცხოვრების წესის გამო არ სჯერა, რომ კოვიდი არსებობს.
სხვაგან სადაც მივიდნენ ეპიდემიელოგები, ყველა სიხარულით ხვდებოდა, ჩვენც გამოგვიკვლიეთო ითხოვდნენ…იქ პირიქით, წინაარმდგეობას უწევენ, როდესაც დაუდასტურდებათ, სავადმყოფოში არ მიდიან. მათი დარწმუნებება მიმდინარეობს. ესეც არის მიზეზი იმისა რომ კერა არის იქ და არა თბილისში, ბათუმსი, ან ქუთაისში.
ხანდახან, რომ მეუბნებიან რომ არ ჯერა ვიღაცას კოვიდის – მეღიმება, კარგი ჩვენი არ ჯერა, მაგრამ აშშ-ში 63 ათასი კაცი ყოველდღე ავადდება და რამდენიმე ათასი კვდება – ამისიც არ სჯერათ? ტელევიზორში უყურებდნენ საშინელებათა ფილმს რომ გავდა, აღჭურვილი ადამიანები ბინებში შედიოდნენ და გამოჰყავდათ მიცვალებულები, ამის მერე რომ ამბობ, არ მჯერა კოვიდი რომ არსებობსო, ეს არ არის ჯანსაღი მსჯელობა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.