“შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანო, ან ყველაფერი ისე შეფუთო, ვითომ თვითმკვლელობა მოხდა და ამ დროს მკვლეკობას ჰქონდეს ადგილი. ეს გამოჩნდება გამოძიების მსვლელობისას”, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რამიშვილის თქმით, საეჭვო გარემოებაა ის ფაქტი, რომ თუ პოლიცია 5 დღის განმავლობაში თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა, ტყეში ავტომობილი ვერ ნახა. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე, სადაც ის იპოვეს, გოგონას გარდაცვალების შემდეგ იყოს შეყვანილი.
“თუ ძებნა იყო განხორციელებული და ვერ ნახეს, ესე იგი, მანქანა იქ არ იყო, ან არ უძებნიათ. 5 დღე გარდაცვალება სხეულისთვის ტოლფასია იმისა, რომ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ძალიან რთული იქნება დადასტურდეს, დაზიანებები აქვს თუ არა. რაც კი მოთხოვნა იყო ჩემი მხრიდან, ყველაფერი შესრულდა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი გამოძიების პერიოდში”, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.