ავტოსაგზაო შემთხვევა

2020-07-23 15:08:37

ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე  მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.