იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიაში თემურ აბაზოვი

2020-07-23 14:16:12

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, შესაძლოა, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში იყოს. პარტიის  პრესსამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ "აბაზოვის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა".

საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება "ინფო რუსთავმა" თავად თემურ აბაზოვთან სცადა, თუმცა მან საინფორმაციო სააგენტოს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის ყოფილი მერი "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტებს თავად აბაზოვი აწვდის.

აღსანიშნავია, რომ აბაზოვი მმართველი პარტიის მაჟორიტარების წარდგენაზეც იყო მიწვეული და კოჯორში, "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად იმყოფებოდა.