5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს სოფელ გოლთეთთან გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ამ ტერიტორიაზე არც ახლობლები და არც მეგობრები არ ჰყოლია, სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ გოგო მოკლეს. მკვლელობა კი დაკავშირებულია მის სამსახურთან.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს, მისივე ინფორმაციით, ოჯახი არ ენდობა საგამოძიებო უწყებებეს. ადვოკატისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია აღენიშნება თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, თამარ ბაჩალეიშვილი გარდაცვლილი საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე მწყემსმა ნახა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ ცხედარს ესქპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
გარდაცვლილი გოგოს ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სამსახურიდან გოგო განერვიულებული ბრუნდებოდა. ასევე, ცნობილია რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე სამსახური რამდენიმე დღით ადრე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი დეველოპერულ კომპანია "ზეგ-ში" მუშაობდა.
23 წლის ახალგაზრდას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.