COVID ინფიცირების გაზრდილი შემთხვევები გარდაბანში

2020-07-21 10:49:47

ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცოტა გვაღელვებს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. „პისიარ“ ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება.

გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან მხოლოდ ყარაჯალარში 14 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.