თეთრიწყაროში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

2020-07-20 17:02:43

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 23 წლის დაკარგულ გოგოს ეძებენ. თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალიდან დილის საათებში გავიდა, კამერებმა მისი ავტომობილი მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ამის შემდეგ კვალი იკარგება. თამარ ბაჩალიაშვილი მობილური ტელეფონი გამორთულია.

ორი დღეა სამძებრო სამუშაოებში ჩართული პოლიცია ვერ პოულობს ვერც გოგოს და ვერც მის ავტომობილს.