კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

2020-07-20 15:34:55

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც კორპუსიდან გადავარდა.

როგორც „ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას