ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია

2020-07-20 11:22:28

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა, სოფელ ლელაშხაში კოვიდინფიცირებული 74 წლის ქალის ახლო კონტაქტია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელაშხაში 74 წლის ქალს კორონავირუსი 9 ივლისს დაუდასტურდა, პი-სი-არ ტესტირების შედეგად, კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა მისი 18 წლის შვილიშვილიც, რომელიც აბიტურიენტია.