ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონს ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში მიაყენეს ჭრილობა.
სპორტსმენი უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ზვიადაურის ახლობლების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.