ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი გარდაიცვალა

2020-07-19 23:36:20

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტი დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ დაადასტურა.

მისივე ცნობით, მამაკაცი წყალტუბოს მცხოვრები იყო. ინფიცირების წყარო უცნობია.

„აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. დაავადება ჰიალომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებში გვხვდება“, – განაცხადა გიორგიძემ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი