ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძე იქნება. სავარაუდო კანდიდატებზე ინფო რუსთავმა, ინფორმაცია ჯერ კიდევ 3 ივლისს გაავრცელა, სადაც საუბარი იყო რომ მმართველი პარტია ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ლაცაბიძის კანდიდატურას განიხილავდა.
ნინო ლაცაბიძეს, გამარჯვებისთვის რუსთავთან ერთად გარდაბნის 10-მდე სოფლის ხმებიც დასჭირდება.
ინფო რუსთავისთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ქართული ოცნებიდან, მოქმედი მერი ზაურ დარგალი იქნება.
რაც შეეხება ბოლნისს, თეთრიწყაროს, დმანისსა და წალკას, აქ გამარჯვებისთვის გოგი მეშველიანი იბრძოლებს.
19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია უკვე დაამტკიცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას 20 ივლისს წარუდგენს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
20 ივლისს, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად გახსნის.