მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდი დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს დილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
"სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან მიმდინარეობს და პროცესში 20 მეხანძრე-მაშველია და დრონია ჩართული"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.