ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

2020-07-19 00:01:26

ქობულეთში ზღვაში გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართვთან 3 პირი ბანაობდა, რომელთაგანაც 2-ის წყლიდან გამოყვანა მაშველებმა შეძლეს, ხოლო მესამე მათგანს ვერ პოულობდნენ.

ზღვაში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები ჩაერთვნენ.

მაშველებმა ახალგაზრდა კაცი იპოვეს, თუმცა გარდაცვლილი.

წყლიდან ამოყვანის შემდეგ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.