რუსთავში 11 ძროხა მოიპარეს

2020-07-19 00:22:05

რუსთავში, იაღლუჯის ქუჩიდან, ერთერთი ფერმიდან 11 ძროხა მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სამმა პირმა პირუტყვი გადევნა და იაღლუჯის ფერდობის გავლით კოდის მიმართულებით გადაჰყავდათ.

ქურდობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა რუსთავის პოლიციას, სამართალდამცავებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და ალყაში მოაქციეს სავარაუდო ბრალდებულები. 2 მამაკაცი ადგილზე დააკავეს, 1 გაიქცა თუმცა მისი დაკავება მალევე მოხერხდა.

საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა და მოპარული პირუტყვი პატრონს დაუბრუნდა.