რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე გუშინ გაგზავნილი 6 პაციენტის ბიოლოგიური მასალის პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაფიქსირებია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლაბორატორიაში კიდევ 2 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.