რატომ გახდა პოლიციის მობილიზება საჭირო [video]

2020-07-19 00:35:08

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირები კარანტინში იძულებით, პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს. [ვიდეო/VIDEO]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში მოხდა, სადაც სასწრაფო-დახმარების მისულ ეკიპაჟს პირები კარანტინში არ გაყვნენ.

სწორედ ამის გამო ადგილზე კრიმინალური პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

პოლიციასთან კომუნიკაციის შემდეგ მათი დაყოლიება მოხდა და ისინი სპეცეკიპირებით მისულ სამედიცინო პერსონალს საკარანტინო სივრცეში გაყვნენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარათაკლიაში 80 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი რუსთავის ცხელების ზონაში დაუდასტურდა. ამ დრომდე უცნობია, თუ საიდან დაინფიცირდა მამაკაცი.

ეპიდემიოლოგებმა კვლევის შედეგად ინფიცირებულთან 20 პირის კონტაქტი გამოავლინეს, მათგან 2 რუსთაველი მამაკაცია რომელიც აღნიშნულ ოჯახში გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ მათ გადასაყვანად იყო მობილიზებული კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპჟი სოფელ ყარათაკლიაში.