გიორგი შაქარაშვილის დის პოსტი და დედის კომენტარი

2020-07-17 01:01:35

გავრცელდა ინფორმაცია რომ გიორგი შაქარაშვილს მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.

ორივე ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგის და ეხმაურება და წერს - "1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე! 2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო! 3) რაც შეეხება ამ გოგოს :) მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა! 4) მადლობა :) 5) ნახვამდის :)"

გავრცელებულ პოსტს მალევე უპასუხა მარიამ ხატისკაცმა - "მარ­ტი­ვია ადა­მი­ა­ნის ლან­ძღვა და გან­სჯა. ვკი­თხუ­ლობ ათა­სო­ბით სა­ში­ნელ კო­მენ­ტარს და გული მტკი­ვა, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ იწყევ­ლე­ბო­დეთ, მა­შინ როცა არა­ფე­რი იცით. ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ რა­მეს ვმა­ლავ, ან ჩემს გამო მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ სი­მარ­თლით ია­რეთ! ამ­ხე­ლა ზი­ზღს გა­მო­ხა­ტავთ უსა­ფუძ­ვლოდ, ტყუ­ი­ლად და მერე ეკ­ლე­სი­ებ­ში მი­დი­ხართ. შეგრცხვეთ. ღმერ­თთან და გი­ოს­თან ვარ მარ­თა­ლი, თქვენ კი გთხოვთ, იქ­ნებ გვა­ცა­დოთ გლო­ვა."

გიორგის დის პოსტზე კომენტარი დედამ, თამუნა შალვაშვილმა დატოვა, მხოლოდ 2 სიტყვა - "ჩემი უნაკლო".